წესები და პირობები

წესები და პირობები

 1. ხელშეკრულების საფუძველზე ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.  

2. ხელშეკრულების მხარეები არიან ამანათების გადამზიდი კომპანია შპს ანექს ექსპრესი, ანუ ექსპედიტორი და მომხმარებელი, რომელიც კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიწერს ამანათებს ჩინეთის და ამერიკაში არსებული ვებ-გვერდებიდან.  

2.21 კომპანია ანექს ექსპრეს- ში მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება www.anexexpress.com-ზე მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია ანექს ექსპრესი-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.  

3. მომსახურების საფასური 

3.1 მომსახურების საფასურის დაანგარიშება მოხდება ტვირთის არსებული წონის ან/და მოცულობითიწონის შესაბამისად,იმის გათვალისწინებით, თუ რომელი წონა უფრო მასშტაბურია ტრანსპორტირების დროს,ასევე ამანათები მრგვალდება მინიმუმ 100 გრამამდე. 100 გრამზე მეტი წონის მქონე ამანათები მრგვალდება 50 გრამის სიზუსტით 

3.2 მოცულობითი წონის დაანგარიშება მოხდება ტვირთის სიგრძის,სიგანისა და სიმაღლის მიხედვით, შესაბამისი კოეფიციენტის გამოთვლის შემდგომ.  

3.3 მოცულობითი წონით დაანგარიშდება ტვირთი მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ რეალურ წონასა და მოცულობით წონას შორის სხვაობა არის 4 კილოგრამი ან მეტი,ასევე თუ ამანათის სიგრძე სიმაღლე ან სიგანე აჭარბებს 40 სანტიმეტრს.  

3.4 ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების წონიდან. ტარიფები ცვალებადია და მუდმივად ახლდება ანექს ექსპრეს-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე. 

4. ამანათის გაცემა და საფასურის გადახდა 

4.1 ოფისიდან ამანათის გაცემა მოხდება შესაბამისი საოფისე სამუშაოს გათვალისწინებით.  

4.2 დაუშვებელია სხვა პირზე საამანათო გზავნილის გაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოფისი წინასწარ არაა ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ამანათის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია წარადგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.  

4.3 ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოფისი ვალდებულია არ უზრუნველყოს ამანათის გაცემა.  

4.4 საწყობში მისული ყველა ამანათი იფუთება, გარდა ბრენდირებული, მტვრევადი, მსხვრევადი ან ადვილად დაზიანებადი ნივთებისა.  

4.5 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.aligeorgia.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში, თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების დარიგებისას შეფერხებებს.  

4.6 კლიენტი უფლებამოსილია თბილისის საწყობიდან ტვირთი გაიტანოს 1 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიიჩნევა, რომ კლიენტი თანახმაა ამანათი გადავიდეს კომპანია ანექს ექსპრესის საკუთრებაში.  

4.7 ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში.  

4.8 მომხმარებელი ვერ მოახდენს ტვირთის გატანას თუ უპირველესი რეისის წონის საფასური არ იქნება დაფარული.  

4.9 კომპანია ანექს ექსპრესის შინაგანაწესის თანახმად, ბალანსზე არსებული თანხის უკან მომხმარებელთან გადარიცხვა შეზღუდულია.  

4.10 შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.  

4.11 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.  

5. კეთილსინდისიერების მოთხოვნა ექსპედიტორისაგან 

5.1 ამანათი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული, მსხვრევადი ნივთების შემთხვევაში მასზე უნდა არსებობდეს შესაბამისი აღნიშვნა. თუკი აღნიშნული წესები არ არის დაცული, მაშინ წინასწარ უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას

საწყობში ასეთი სახის ამანათის მიღების შესახებ.  

5.2 აღნიშნული პირობების დაუცველობის შემთხვევაში კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ზიანის ანაზღაურებაზე.  

6. შემკვეთის მოვალეობანი 

6.1 ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი

ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.  

6.2 საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოებისზომებზე.  

6.3 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.  

6.4 შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.  

6.5.შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.  

7.ექსპედიტორის პასუხისმგებლობა და ზარალის ანაზღაურება 

7.1 ექსპედიტორი, ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის ჩვეულებრივ მაშინ აგებს პასუხს,თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი.  

7.2 ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,რომელიც გამოწვეულია ამანათის დაკარგვით ან დაზიანებით, მხოლოდ მას შემდეგ რაც მოხდება საწყობისათვის მისი ჩაბარება.  

7.3 ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დგება საჩივარი და იწყება მოკვლევა ავიაკომპანიაში. კლიენტს ზარალი აუნაზღაურდება მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდგომ.  

7.4 ზარალი ანაზღაურდება მიწოდებული ინვოისის შესაბამისად.  

7.5 დაზღვევის არსებობისას, მიყენებული ზარალის გამო სადაზღვევო პრემიის მისაღებად, აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (დაზღვევის არსებობის შემთხვევაში)  

7.6 მხარეთა მოქმედებით ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია იტოვებს უფლებას თანხის სრულად ან მისი ნაწილის გადახდის გარეშე არ გამოაგზავნოს საეჭვო ან/და 15 კგ-ზე მეტი ტვირთი.  

7.7 იმ შემთხვევაში თუ ამანათს არ აღენიშნება გარეგნული დაზიანება, კომპანია არ აგებს პასუხს აღნიშნულის ანაზღაურებაზე.  

8.ტვირთის დაზღვევის მოვალეობა 

8.1 ტექნიკური ხასიათის შეცდომის შემთხვევაში, კომპანია გაფრთხილებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ(ტვირთის ჩამოსვლამდე),წინააღმდე გშემთხვევაში ავტომატურად იხსნება ყოველგვარი პასუხისმგებლობ აექსპედიტორის მხრიდან.  

9. აკრძალული ნივთები 

9.1 აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

აშშ

● რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;

● საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;

● წერილები, ჟურნალები;

● ნებისმიერი ტიპის და შეფუთვის საკვები პროდუქცია;

● ფეთქებადი ნივთიერებები;

● ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღები და მათი ნაწილები;

● სანადირო ან სამხედრო დანიშნულების სამიზნე;

● მშვილდი, არბალეტი;

● ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ძვირფასი სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები;

● პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;

● ცოცხალი ცხოველები, ფიტულები, ძვლები, ბეწვი და ა.შ;

● მიწა და ნერგები მიწით;

● მცენარეები;

● მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);

● მაგნიტი;

● ცოცხალი ყვავილები;

● ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;

● ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;

● ფსიქოტროპული ნივთიერებები;

● წამლები (10 შეკვრაზე მეტი);

● სპრეი, პულივიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და ა.შ.;

● ალკოჰოლური სასმელები;

● ამანათები და პროდუქცია UN მარკირებით ან მარკირების გარეშე, რომელთაც გააჩნია ავია გადაზიდვის შეზღუდვა MSDS დოკუმენტში.

ჩინეთი

● ალკოჰოლური სასმელები

● ანტიკვარული ნივთები

● ბასრი ნივთები (დანა, მაკრატელი და სხვა)

● ბიოარომატიზატორები

● თუთუნი

● მიწა და ნერგები მიწით

● მშვილდი, არბალეტი

● მცენარეები, ნერგები ან მათი თესლები (შეზღუდული რაოდენობით)

● ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია

● ნიღაბი

● პორნოგრაფიული სახის პროდუქცია

● ჟურნალები და კატალოგები

● საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები

● საკვები პროდუქტები

● სამიზნეები

● საღებავები (შეზღუდული რაოდენობით)

● სითხის შემცველი ამანათები (შეზღუდული რაოდენობით)

● ტოქსიკური ნივთიერებები (შხამი და მომწამვლელი ნივთიერება, მაგალითად: ნიკოტინი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ვერცხლის წყალი და სხვა)

● ფეთქებადი ან/და აალებადი ნივთები (სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო, სანთებელა, ელექტროსანთებელა, ელექტროსიგარეტი)

● ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები

● ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.

● ფსიქოტროპული მედიკამენტები

● ფული, მონეტები ან ბანკნოტები

● ფხვნილი, დაპრესილი ფხვნილი

● ცეცხლსასროლი და სხვა სახის იარაღები, მათი ნაწილები ან აქსესუარები, სათამაშო იარაღები

● ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა. შ.

● ძვირფასი ნივთები: ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები ან/და სამკაულები

● წამლები (10 შეკვრაზე მეტი)

● აირბაგი, აირბაგიანი საჭე

● ნებისმიერი სახის მალფუჭებადი საკვები პროდუქტები და პაკეტები; ფეთქებადი მასალები;

● ცეცხლსასროლი იარაღი და პნევმატური (airsoft) იარაღი და მათი ნაწილები;

● სანადირო ან სამხედრო სამიზნეები;

● არბალეტები;

● ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ძვირფასი სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები;

● პორნოგრაფიული მასალა;

● ცოცხალი ცხოველები, მცენარეები, ძვლები, ბეწვი და სხვა;

● ნიადაგი;

● მცენარეები; (შეზღუდული რაოდენობით)

● მცენარის თესლი (25 გრამზე მეტი);

● ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქტები;

● ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან თესლი;

● ფსიქოტროპული ნივთიერებები;

● მედიკამენტები (10 ერთეულზე მეტი);

● ალკოჰოლური სასმელები;

10. ავიარეისების განრიგი 

10.1 ჩინეთის და ამერიკის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ჩინეთიდან რეისები იგზავნება კვირაში ერთხელ ან ორჯერ

10.2 ამერიკიდან ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 7-15 დღეს.  

10.3 ტრანსპორტირების ღირებულის ინვოისი დაგენერირდება თბილისში ტვირთის ჩამოფრენის/ჩამოსვლის შემდგომ.  

10.4 აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავიაკომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.) ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთებზე ავიაკომპანიებში. ასევე პანდემიის მიერ გამოწვეულ გარემოებებზე.  

11. საკურიერო მომსახურება 

11.1 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონალური მასშტაბით.  

11.2 საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა.  

11.3 კურიერს ამანათ(ებ)ი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე.  

11.4 კურიერი არ აიტანს ამანათ(ებ)ს სართულებზე.

11.5 მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათ(ებ)ი. თუ დაკავშირება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათ(ებ)ს ფილიალში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათ(ებ)ი.  

11.6 ამანათ(ებ)ის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების(პირი,რომლის სახელი,გვარი ან/დასახელწოდება აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ქსეროასლი არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ამანათს იბარებს მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ საჭირო იქნება ასევე იმ პიროვნების, ვინც უშუალოდ ჩაიბარებს ამანათ(ებ)ს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.  

11.7 ამანათ(ებ)ის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე ან ხელმოწერის გასაკეთებელ სპეციალურ მოწყობილობაზე.  

12. განბაჟება 

12.1 დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება)ალიჯორჯია-ს ვებ- გვერდზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.  

12.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.  

12.3 იმ შემთხვევაში თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია ანექს ექსპრეს-ს , მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია ანექს ექსპრესი  უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.  

13. სხვა შეზღუდვები და პირობები 

13.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოაქალაქის მხრიდან, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება. დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ.ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო ფეისბუკ გვედზე დაბლოკვას.  

13.2 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც ანექს ექსპრესის ვებ-გვერდზეა განთავსებული, მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება მომხმარებელს და კომპანია ანექს ექსპრესის შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან,კომპანიის ვებ- გვერდზე შესაბამისი ღილაკის დაჭერით.  

13.3 ანექს ექსპრესი არ იღებს პასუხისმგებლობას ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას. მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის

უნდა ჩაიწეროს ზუსტად, როგორც მოცემულია ანექს ექსპრესის ვებგვერდზე.  

13.4 ანექს ექსპრეს ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მოვალეობა.  

13.5 ანექს ექსპრეს უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერადა დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ყველა საშუალებით, მათ შორის ელ.ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები. ფეისბუკის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით, მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.  

13.6 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლაინად ეკისრება მომხმარებელს.  

13.7 კომპანია ანექს ექსპრეს უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.  

13.8 მომხმარებლის პირადი ინფომრაცია დაცულია. კომპანია ანექს ექსპრესი არ გასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.  

13.9 მომხმარებლის სახელის და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინტრუქციების გარეშე.  

13.10 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

მადლობა, რომ ირჩევთ ანექს ექსპრესს!