ხშირად დასმული კითხვები

UPS, DHL, FedEX, USPS... თრექინგის ინფორმაციაში ნაკლები წონა რატომ წერია?

როგორც წესი, UPS Ground და სხვა საფოსტო კომპანიები ხშირად გადაზიდვებს სახმელეთო გზით ახორციელებენ. ასეთ შემთხვევაში თრექინგ კოდის მონაცემებით ყოველთვის რეალური წონა იწერება, ხოლო საჰაერო გადაზიდვის დროს შესაძლოა დაფიქსირდეს როგორც რეალური, ასევე მოცულობითი წონით.

ამანათის მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით: სანტიმეტრებში - სიგრძეXსიგანეXსიმაღლე/6000; ინჩებში - სიგრძეXსიგანეXსიმაღლე/166. საბოლოო წონას კი ის მაჩვენებელი განსაზღვრავს, რომელიც მეტი იქნება - რეალური ან მოცულობითი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ინვოისის წონა მაინც დიდია, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და მონაცემები გადაამოწმოთ

რა დროს უნდა გაკეთდეს დეკლარაცია და როგორ?

დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, ამანათის მიღებამდე თრექინგ კოდის დამატებით.

პროდუქციის დასახელების, ფასის და გამომგზავნის მითითება აუცილებელია.

“დეკლარაცია” ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მიუთითეთ გამომგზავნი მაღაზია, შემდეგ ჩამონათვალში აირჩიეთ პროდუქციის ზოგადი კატეგორია, მაგ.: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ელექტრო მოწყობილობები, ხოლო თუ თქვენი პროდუქციის ზუსტი კატეგორია ვერ მონახეთ, მიუთითეთ "სხვადასხვა მზა ნაწარმი", ბოლოს ჩაწერეთ ფასი და შეინახეთ.

დეკლარირების საშუალება კვლავ მოგეცემათ რეისის ჩამოსვლის შემდეგ, 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, დაგვიანებისას ამანათების მიღება დეკლარირებიდან 1 კვირის შემდეგ შეგეძლებათ.

ამანათის ჩამოსვლიდან 7 დღის შემდეგ, დაუდეკლარირებელი ამანათები გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დეკლარირება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათს ვერ მიიღებთ.

თუ გამომგზავნ მაღაზიებში თქვენი მაღაზია ვერ მონახეთ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე მაღაზიის მისამართი და აუცილებლად დავამატებთ სიაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე დღგ-ს 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.

 

დაგრჩათ კითხვები?

ვერ იპოვეთ სასურველი პასუხი?
დაგვიკავშირდით მომხმარებელთა სერვისზე.

კონტაქტი